ავტორი:

პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია" დაიწყო. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, დღეს მჭიდრო განრიგი აქვთ, რადგან დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები. მისივე თქმით, აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდება.

როგორც დიღმელაშვილიმა აღნიშნა, დღეს განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ინტერესთა ჯგუფის ერთობის დღეა. ამასთან, მან გაიხსენა ის,თუ რას ითხოვდნენ აქციის მონაწილეები 20 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ.

"ვითხოვდით გადამდგარიყო გიორგი გახარია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავსულიყავით და გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები. ეს ადამიანები აღაშფოთა იმან, რომ "ქართულმა ოცნებამ"რუსი კომუნისტი ჩამოიყვანა“, -",განაცხადა დიღმელაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ