ავტორი:

"ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო, ახლაც შოკში ვართ..." - ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

"ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო, ახლაც შოკში ვართ..." - ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

ვარკეთილში გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დაღუპული ბიჭის მეზობლებმა განუცხადეს, მათი ვერსიით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ 108-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ფიქრია ჯაბანიშვილმა განუცხადა, ის თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, 16 წლის ბიჭი სკოლაში არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და პრობლემები არც ოჯახში ჰქონდა.

"ოჯახში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ორი სტუდენტი და ჰყავდა. ძალიან ხალისიანი ბავშვი იყო. რა მოხდა, არ ვიცით, ახლაც შოკში ვართ. ყველა გაოცებული ვართ. მე ვფიქრობ, უბედური შემთხვევა მოხდა. 27 სექტემბერთან დაკავშირებით ვატარებდით ღონისძიებას, პერფორმანსი უნდა გვქონოდა და ისიც აპირებდა აქტიურ მონაწილეობას“, - აცხადებს მასწავლებელი.

ვარკეთილში, მესამე მასივში, მაღალი სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო