ავტორი:

სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" რამაზ გიგაურის მასტერკლასი გაიმართება

სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" რამაზ გიგაურის მასტერკლასი გაიმართება

26 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე, სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" (აფაქიძის #11) გამომცემლობა პალიტრა L-ისა“ და პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, რამაზ გიგაურის პიროვნული განვითარების მასტერკლასი - „წარმატება, როგორც სოციალური გადარჩენა“ გაიმართება.

მწერალი, ტრენერი და ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი წიგნი „წარმატების 365 გასაღები“, რომელიც 26 სექტემბრიდან ახალი ფორმატით, 12 ნაწილად, სამუშაო წიგნის სახით გამოვა, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ღონისძიებაზე რამაზ გიგაური ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა:

- ადამიანის განვითარება: ფიზიკური გადარჩენიდან - სოციალურ გადარჩენამდე;

- თანამედროვე ადამიანის ოთხი ტიპი:

• პარაზიტი

• აუტსაიდერი

• გმირი

• ლიდერი

- 4 ცვლილება ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით საინტერესო გათამაშებები, სიურპრიზები და სპეციალური ფასი რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღების" სამუშაო წიგნის პირველ ნაწილზე.

შეგახსენებთ, რომ "წარმატების 365 გასაღები" ჟურნალ გზასთან ერთად 26 სექტემბრიდან თვეში ერთხელ გამოვა.

„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

იხილეთ ღონისძიების ბმული

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს