ავტორი:

ბიჭუნა, რომელსაც მშობლები 25 წელი ელოდნენ, სიცოცხლისთვის იბრძვის - საბას ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ბიჭუნა, რომელსაც მშობლები 25 წელი ელოდნენ, სიცოცხლისთვის იბრძვის - საბას ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

პატარა ბიჭუნას დაბადებას, რომელიც ახლა საწოლს არის მიჯაჭვული, 25 წელი ელოდნენ მშობლები. 6 წლის საბა ჯოლოხავას ტვინის ღერძზე სიმსიმნური წარმონაქმნი აქვს. ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ოჯახი საკუთარი სახსრებით მკურნალობის ხარჯებს ვერ წვდება.

როგორც mshoblebi.ge - სთან საუარში საბას დედა, ელისო ლუკავა ამბობს, ბავშვი ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს.

- უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, საბა ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს, რადგან ეს ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, ჩემსშვილს სიმსივნე დაუდგინდა ტვინის ღეროზე. ახლა ციციშვილის კლინიკაში ვართ, სხივური თერაპია რომ არ დავუწყოთ, ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ონკოლოგმა ქიმიოთერაპიაც დაუნიშნა, მაგრამ გვითხრეს, ჯერ სხივურ თერაპიაზე ვიფიქროთო.

- რა თანხა არის ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო?

- ამ ეტაპზე რა რაოდენობის თანხაა საჭირო, ვერც გეტყვით, ერთი კვირის სამყოფი წამლების თანხა, რომ გამოითვალეს, 800 ევრო ჯდებაო. გვეხმარებიან, ვისაც როგორ შეუძლია. ყველას უღრმესი მადლობა.

- საზღვარგარეთ წასვლა ხომ არ გირჩიეს?

- ახლა ამ მომენტში ვერ დგება ბავშვი ფეხზე, ისე ცუდადაა და ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს. ონკოლოგები მეუბნებიან, რომ ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდებაო, თუნდაც საზღვარგარეთ რომ წაიყვანოთო, მიუვალი ადგილი არისო საოპერაციოდ. ტვინის ღეროზეა ეს სიმსივნური წარმონაქმნი და აფერხებს მოძრაობას, სუნთქვას, გულის მუშაობას,ყლაპვას...წაიკითეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ