ავტორი:

Hotsale.ge პრემიუმ კლასის შეთავაზებებს იწყებს

Hotsale.ge პრემიუმ კლასის შეთავაზებებს იწყებს

მოგეხსენებათ, ყველა წარმატებული ბიზნესი ლოიალურ და კმაყოფილ მომხმარებელზე დგას. ამასთან,მომხმარებლის ბედნიერების და შესაბამისად, ლოიალობის მიღწევა ადვილი ნამდვილად არაა და ეს პროცესი დიდ ძალისხმევას საჭიროებს. როგორც „ჰოთესილის“ დირექტორი, თათული ზაკალაშვილი განმარტავს, მომხმარებელის ინტერესების დაცვა და მათზე მუდმივი ზრუნვა არის აღნიშნულის გარანტი.

„ჩვენს ვებგვერდზე ათასზე მეტი კომპანიის შეთავაზებაა წარმოდგენილი. პარტნიორებთან მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. პრაქტიკულად,ჩვენ მათი მისტიური მომხმარებლები ვართ. მუდმივად ვიკვლევთ მომხმარებლის კმაყოფილებას, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, ვადგენთ საუკეთესო სტრატეგიას, რომელზეც ვმუშაობთ პარტნიორ კომპანიებთან ერთად უკეთესი შედეგის უზრუნველსაყოფად“-განმარტავს კომპანიის დირექტორი, თათული ზაკალაშვილი.

ვებგვერდი ეტაპობრივად იქცა ქვეყანაში დანაზოგების მასტიმულირებელ სივრცედ. ფასდაკლება არის დანაზოგის გაკეთების ინსტრუმენტი, ხოლო სრულფასოვანი სერვისის და პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობა.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლეს მივცეთ რეალურად დაზოგვის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სერვისის და პროდუქციის მიმწოდებელი თვლის, რომ ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა არასრულფასოვანი მომსახურება და ნაკლებად ხარისხინი პროდუქცია მიაწოდოს. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული დამოკიდებულება საზიანოა ყველასთვისდა ასევე შეუთავსებელია ჩვენ კონცეფციასთან.მომხმარებელმა უნდა მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება და პროდუქცია და შესაბამისად, მან რეალური დანაზოგი უნდა გააკეთოს. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რისთვისაც ვებგვერდზე ყოველდღიურად ვამატებთ პრემიუმ კლასის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

ჩვენი მიზანია, რომმომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. სწორედ ამიტომ დავნერგეთ საიხლე და ჩვენი მომხმარებლებისექტემბრიდანპრემიუმ კლასის სერვისის და პროდუქციის მიმწოდებლებისგან იღებენ განსაკუთრებულ მოსაწვევებს და არა ფასდაკლების ვაუჩერებს,“ - დაამატა კომპანიის დირექტორმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი