ავტორი:

25-26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "მოასწარით ეს ყველაფერი 20:00-მდე, ვიდრე მთვარე უკურსო გახდება"

25-26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "მოასწარით ეს ყველაფერი 20:00-მდე, ვიდრე მთვარე უკურსო გახდება"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 25-26 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

"ოთხშაბათი, 25 სექტემბერი ზუსტი ხდება მერკურის სექსტილი იუპიტერთან, საღამოს ვენერა-სატურნის კვადრატია. ასევე მთვარეც უკურსო ხდება. დღის საათებში კარგია სხვადასხვა დოკუმენტების ან ხელშეკრულებების გაფორმება, მგზავრობის წამოწყება, სწავლის დაწყება, საბუთების შეტანა სასამართლოში ან სხვა ზემდგომ ინსტანციაში, ასევე კომერციული გარიგებების წარმოება, მეტადრე უცხოელ პარტნიორებთან. მოასწარით ეს ყველაფერი 20:00-მდე, ვიდრე მთვარე უკურსო გახდებოდეს. საღამო შესაძლოა შეყვარებული წყვილებისათვის კონფლიქტურიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, დისტანციურობის და სიცივის ტენდენციები მოდის ვენერასა და სატურნის დაძაბული ასპექტის გამო. დღეს მთელი დღის მანძილზე არ ღირს მსხვილი შენაძენების გაკეთება, სილამაზის სალონის მომსახურებით სარგებლობა, ინვესტირება. სჯობს ეკონომია გაწიოთ. სამაგიეროდ დღეს კარგი იქნება პროდუქტების დაკონსერვება, რომელზედაც ორშაბათს თავი შევიკავეთ.

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ