ავტორი:

მსოფლიო ბესტსელერის „ორი ნაბიჯი შენამდე“ პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში გაიმართა

მსოფლიო ბესტსელერის „ორი ნაბიჯი შენამდე“ პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში გაიმართა

25 სექტემბერს "ბიბლუსი გალერეაში" რეიჩელ ლიპინკოტის წიგნის "ორი ნაბიჯი შენამდე" წარდგენა გაიმართა. წიგნს "ლიბერთინსის" მკითხველი მოუთმენლად ელოდა. მისი შეძენა კი ღონისძიებაზე 20%-იანი ფასდაკლებით შეძლეს.

წიგნი წარადგინეს მთარგმნელმა სალომე ჩიტაძემ და პროექტის მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

„საინტერესო ღონისძიება იყო და რაც მთავარია ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა . მიხარია, რომ ამ წიგნმა ასეთი დაინტერესება გამოიწვია.

წიგნის შინაარსი ეხება ძალიან მნიშვნელოვან თემას, კარგად აქვთ ავტორებს გადმოცემული დაავადებული ადამიანების ცხოვრება და მისი წაკითხვის შემდეგ მკითხველს გამოცდილება აუცილებლად დარჩება.

აქვს ულამაზესი ყდა და რაც მთავარია ძალიან კარგი თარგმანია“- ამბობს პროექტის მენეჯერი, გიორგი კიკაბიძე.

ბიბლუსის" მაღაზიებში "ლიბერთინსის" კვირეული დაიწყო. ფასდაკლებები 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში იმოქმედებს. გარდა ამისა, განსაკუთრებული ფასდაკლების დღეები იქნება ცალკეულ ფილიალებში სხვადასხვა ქალაქებში. კვირეულის ფარგლებში, მკითხველს ელის წიგნის წარდგენები, ფილმის ჩვენება, გათამაშებები.

„ ორი ნაბიჯი შენამდე” წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ, 30 სექტემბერს კი იგეგმება ფილმის ჩვენება „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) და ამ დღეს, ამ წიგნზე, მთელი საქართველოს მასშტაბით -20 % პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს ყველა ბიბლუსის ფილიალში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს