ავტორი:

„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის

„ალაგი“ ქალაქის გულში - ადგილი, სადაც ძველი ქართული და ევროპული სამზარეულო ერთმანეთს ერწყმის

ნებისმიერი მოგზაური, რომელსაც ქვეყნის კულტურის შეცნობა სურს, მისი მუზეუმების, ისტორიული ქუჩებისა და შენობების მონახულების შემდეგ, აუცილებლად ტრადიციულ რესტორანს მიადგება. ამ დროს მნიშვნელოვანია, საუკეთესო პირობებში, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და პროფესიონალი მზარეულების მიერ მომზადებული ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, საცივი, ჩაქაფული, კუბდარი თუ სხვა ტრადიციული კერძი მიირთვას.

ძნელად წარმოსადგენია, ასე მომზადებული კერძის გასინჯვის შემდეგ, ვინმეს ქართული სამზარეულოს შედევრები არ მოეწონოს და მისი მეორედ დაგემოვნება არ მოუნდეს.

რესტორნებს შორის საუკეთესო კერძების მომზადებასა და სტანდარტების დაცვაში დიდი კონკურენციაა, თუმცა საუკეთესო ადგილის პოვნა მარტივი მაინც არ არის. რესტორან „ალაგის“ დირექტორ ივანე ჟორჟოლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის სირთულეს წარმოადგენს რესტორნის პოვნა, რომელიც მომსახურებით ბოლომდე კმაყოფილები დარჩებიან.

არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, „ალაგის“ ადმინისტრაციამგადაწყვიტა შეექმნა სივრცე, სადაც ძველი ქართული ინტერიერის - წითელი აგურით ნაშენები კედლები, ჩუქურთმები, ორნამენტებით მოხატული აქსესუარები, ნეიტრალური განათება, ქართული მუსიკა და უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძების სინთეზი იქნებოდა.

დედაქალაქის შუა გულში, ძველ ვერაზე მდებარე რესტორნის კონცეფციის შესახებ უფრო დეტალურად, მისი დირექტორი ივანე ჟორჟოლიანი გვესაუბრა.

რატომ არის რესტორანი „ალაგი“ გამორჩეული, რა არის მისი კონცეფცია?

კონცეფცია ძველი ქართული ინტერიერისა და კერძების სინთეზია, თუმცა, ჩვენს რესტორანში ევროპული კერძების ჩამონათვალიც დაგხვდებათ, რომელიც 90%-ით იმეორებს მათ ტრადიციულ გემოს თუ ვიზუალს.

გვაქვს ქართული სრულყოფილი მენიუ ასევე, ვამზადებთსხვადასხვა ვარიაციის, ულამაზესი ფერებითა და უგემრიელესი კერძებით დაკომპლექტებულ ფურშეტებს. რაც შეეხება სტუმრების მიღებას, ჩვენი რესტორანი 100-მდე ადამიანს იტევს.

ძველი ქართული კერძების მომზადებისსას შეგაქვთ თუ არა მათში თქვენი ელემენტებიც?

რა თქმა უნდა, თუმცა არა რაიმე ძირეული, რაც მას ძველ გემოს და ხიბლს დაუკარგავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ძველი ქართული კერძების გემოს სრულყოფილად შეიგრძნობ.

აღნიშნეთ, რომ გარკვეული სტანდარტების დაცვა აუცილებელია. რამდენად მაღალია ეს სტანდარტებიქართულ სარესტორნო სფეროში და როგორ აკმაყოფილებთ მათ?

ჩვენსმენიუში ყველა კერძის ინგრედიენტების ჩამონათვალში არის მითითებული მათი წონა, რომ მომხმარებელი გაუგებრობაში არ აღმოჩნდეს და მოსალოდნელზე დიდი ან მცირე ულუფა არ მიიღოს. თვალსაჩინო უნდა იყოს, მომხმარებელი ფულს რაში იხდის. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, წონის მითითება საქართველოში არ არის დამკვიდრებული.ასევე, გვაქვს მომზადების ტექნოლოგიური რუკაც და მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს მისი გაცნობა შეუძლია, თუ მას ალერგია ან სხვა რაიმე პრობლემა აწუხებს.

რამდენად ხარისხიანი ინგრედიენტებიც არ უნდა შეიტანო რესტორანში, თუ უმაღლესი ხარისხის დანადგარებით არ მუშაობ, ყველაფერი უნაკლოდ ვერ მოამზადებ. უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და საქართველოს სარესტორნო სფეროს რომ ვუყურებ, ევროპასთან შედარებით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სუსტადაა. თუმცა ჩვენს რესტორანში ეს პრობლემაც მოგვარებულია.

ჩვენს ადგილს, „ალაგი“ იმიტომ დავარქვით, რომ აქ ყველაფერი კარგი, უმაღლესი სტანდარტების დაცვით შესრულებული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესია, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის და სარესტორნო სფეროს განვითარებაში ჩვენც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს.

ხშირად, რესტორნებში მენიუ სეზონურად იცვლება. ამ მიმართულებით როგორ მუშაობს „ალაგი“? შეუძლიათ, სტუმრებს სასურველი კერძი ნებისმიერ დროს დააგემოვნონ?

ხშირად მსმენია, რომ მაგალითად, ჩაქაფული მენიუებში სეზონურადშეაქვთ, თუმცა ჩვენი მიდგომით შესაძლებელია, ნებისმიერ სეზონზე მომზადდეს. ცხვარი და დაკონსერვებული ტყემალი სულ იყიდება. რა თქმა უნდა, სეზონურობასაც თავისი ხასიათი აქვს, თუმცა, „ალაგი“ სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლია, სასურველი გემო ნებისმიერ სეზონზე შეიგრძნო. ეს ჩვენს რესტორანს თავისებურ ხიბლს აძლევს.

რაც შეეხება მომსახურებას, რამდენადაც ვიცი, ამ მხრივ ევროპული მიმართულება გაქვთ აღებული. კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს?

ქართული ტრადიციების მიხედვით, სუფრაზე საერთო ულუფების მიტანაა დამკვიდრებული და შემდეგ ყველა სასურველ რაოდენობას მიირთმევს. ეს ადამიანებთან გვაახლოვებს, ჩვენი წეს-ჩვეულებების ნაწილია, თუმცა ევროპაში ასე არ ხდება. ამიტომ ჩვენი მომსახურება ყველა სტუმარზე გვაქვს მორგებული, სურვილისამებრ მათთვის ინდივიდუალური ულუფები მიგვაქვს ან საერთო სუფრას ვშლით.

ასევე, გვაქვს როგორც ქართული, ისე ევროპული დესერტებიც და ჩვენი, ექსკლუზიური რეცეპტით მომზადებული ცხელი ნაყინი, რომელსაც „ალაგის“ გარდა ვერსად დააგემოვნებთ. მის მისართმევად კი მეორედ აუცილებლად დაბრუნდებით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი