ავტორი:

50%-იანი ფასდაკლება ტოპ 50 პროდუქტზე წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“

50%-იანი ფასდაკლება ტოპ 50 პროდუქტზე წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“

შემოდგომა განახლებასთან, ახალი ნივთების შეძენასთან ასოცირდება. ამიტომ მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს კიდევ ერთ ფასდაკლებას სთავაზობს – 50%-იანი ფასდაკლებას ტოპ 50 პროდუქტზე.

50 პროდუქტი მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა. ჩამონათვალში მოხვდა როგორც საბავშვო, ასევე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა, აქსესუარები, სამაგიდო თამაშები და საკანცელარიო ნივთები. რამდენიმე მათგანს აქვე წარმოგიდგენთ.

· მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, რომელზე გადაღებული სერიალიც მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

· გრიგოლ რობაქიძის ხუთი რომანი – ქართული მწერლობის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის ერთ წიგნში თავმოყრილი ხუთი რომანი, მათ შორის, „გველის პერანგი“.

· ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“, რომელიც გამოსვლის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მწერლის ერთ–ერთ გამორჩეულ რომანად ითვლება.

· კეტრინ სტოკეტის „მოსამსახურე“ – მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს თქვენს წიგნების თაროზე.

· ბრაიან ტრეისის „შეჭამე ბაყაყი“ – ამერიკელი ბიზნესკონსულტანტისა და მენეჯმენტის გურუს ეს წიგნი მალევე იქცა ბესტსელერად. ამ წიგნში ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.

შეგიძლიათ 50%–იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები წინასწარ მოამზადოთ.

ფასდაკლებულ პროდუქტთა სიაში არაერთი საბავშვო წიგნი და აქსესუარი მოხვდა: „ჩემი პირველი სიტყვები“ პატარებისთვის მშვენიერი საჩუქარი იქნება და წინ ათობით ახალ სიტყვას გადაუშლის. სამაგიდო თამაშები (შაში, ბინგო, ჭადრაკი...) კი ბავშვების გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისთვის იდეალური არჩევანია.

ასევე, გაგახარებთ ბლოკნოტების მოყვარულებს. 5 ლარის ფარგლებში თქვენს კოლექციას ორიგინალური დიზაინის ახალ ბლოკნოტს შემატებთ.

ასე რომ, იჩქარეთ. 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას „ბიბლუსის“ სამოცივე ფილიალში 30 სექტემბრის ჩათვლით შეძლებთ.

ფასდაკლებული პროდუქტების სია იხილეთ ბმულზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს