ავტორი:

კახეთში 83 წლის მამაკაცი პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა

კახეთში 83 წლის მამაკაცი პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა

კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1936 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილის შემოწმებისას დაკავებულის შვილი სამართალდამცავების მითითებებს არ დაემორჩილა, ხოლო მისმა მშობელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.

შსს-ს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად, ამოღებულია ცეცლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის შვილმა მეზობლის ეზოში გადააგდო, ხოლო თავად ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება სამართალდამცავთა ჯანმრთელობას, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ფაქტის გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაირკვა, რომ ნორვეგიის ციხეში მყოფ ქართველ პატიმარს კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონია

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა