ავტორი:

ნიუ-იორკში დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა

ნიუ-იორკში დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

"გიდასტურებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრა პირველად შედგა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად  იქნება! - მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი" - გიორგი ვაშაძე

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?