ავტორი:

ამერიკელმა წყვილმა იშვილა უკრაინელი გოგო, რომელიც რეალურად არა 6-ის, არამედ 22 წლის იყო - "მან ჩვენი მოკვლა სცადა"

ამერიკელმა წყვილმა იშვილა უკრაინელი გოგო, რომელიც რეალურად არა 6-ის, არამედ 22 წლის იყო - "მან ჩვენი მოკვლა სცადა"

ამერიკელი ქალი, რომელსაც შვილის მიტოვებაში ადანაშაულებენ, ამტკიცებს, რომ გოგონას, რომელიც 2010 წელს იშვილა, ნანიზმის (ჯუჯობა) სინდრომი ჰქონდა და სცადა, ოჯახის ყველა წევრი მოეკლა. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

კრისტინ ბარნეტისა და მისი ყოფილი ქმრის, მაიკლ ბარნეტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - მათ შვილად აყვანილი უკრაინელი გოგონას, ნატალია გრეისის მიტოვება ედებათ ბრალად. წყვილმა გოგონა აშშ-ში დატოვა, თვითონ კი კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. მაიკლ ბარნეტის თქმით, ნატალიას ბინის ქირას იხდიდნენ, თუმცა მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტეს.

ნატალია 90 სმ-ა და სიარული უჭირს. კრისტინი ამბობს, რომ როდესაც გოგონა მიატოვეს, ის 22 წლის იყო და არა 6-ის, როგორც სასამართლოს დოკუმენტაციაშია აღნიშნული.

ოჯახის ექიმის განცხადებით, ნატალიას დაბადების თარიღი ოფიციალურ საბუთებში მითითებულ წელს არ ემთხვევა, რადგან გოგონას ჰქონდა მოზრდილი ადამიანის კბილები და ასევე - მენსტრუაცია. გოგონას ანტისოციალური პიროვნების აშლილობა დაუდგინეს.

ბარნეტების თქმით, გოგონას რეალური დაბადების თარიღი 1989 წლის სექტემბერია. ამასთან, მათი მტკიცებით, გოგონა ოჯახის წევრების მოკვლას ცდილობდა.

„ის ჩვენს საწოლებში დანებს მალავდა. ამბობდა, რომ ოჯახის წევრების დახოცვა უნდოდა, ყავაში სხვადასხვა მომწამვლელ ნივთიერებას ყრიდა.

ხტებოდა მოძრავი მანქანიდან, სარკეებს სისხლს უსვამდა... ისეთ რამეებს აკეთებდა, რასაც პატარა ბავშვი ვერასოდეს მოიფიქრებდა,“ - ამბობს კრისტენი.

მისივე თქმით, ნატალია მძინარე ოჯახის წევრებს აშინებდა.

„ღამე დგებოდა შუა ოთახში და ამბობდა „შესაფერის დროს ველოდები“ - იხსენებს კრისტენი.

ნატალია მამასთან, მაიკლ ბარნეტთან ერთად 2010 წელს

ნატალია ხშირად მიჰყავდათ ხოლმე ფსიქიატრიულ კლინიკებში, თუმცა 2013 წელს, როდესაც ოჯახი შვილის, ჯეიკობის სასწავლებლის გამო კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, გოგონა ინდიანაში, სახლში დარჩა.

ჯეიკობს უამრავს ქვეყანაში იცნობენ საკუთარი ნიჭის წყალობით - მისით უამრავი საერთაშორისო მედიასაშუალება დაინტერესდა. 2012 წელს, 12 წლის ასაკში ბიჭი უნივერსიტეტის მათემატიკის ლექციებს ესწრებოდა, ახლა კი, 21 წლის ასაკში სამაგისტრო ნაშრომს იცავს კვანტურ გრავიტაციაში.

არ არის ცნობილი, რა შეემთხვა ნატალიას მას შემდეგ, რაც ინდიანაში მშობლებმა მარტო დატოვეს - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 2014 წელს ბინიდან გამოასახლეს.

ბარნეტებს რამდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა.

ეკა ბესელიას შვილი დაინიშნა  - ვინ არის პარლამენტარის სარძლო? (ფოტოები ნიშნობიდან)

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

ვინ არის კიმ კარდაშიანის ფავორიტი ქართველი ინფლუენსერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინა - "მთავარია, ადამიანმა შეხედოს ყველაფერს ყუთის მიღმა"