ავტორი:

"შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - "წარმატების 365 გასაღები“ რამაზ გიგაურისგან

"შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - "წარმატების 365 გასაღები“ რამაზ გიგაურისგან

26 სექტემბერს, „პალიტრა L-ისა“ და პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, რამაზ გიგაურმა "წარმატების 365 გასაღების" ახალი გამოცემა წარუდგინა მკითხველს. ღონისძიებაზე ავტორის მასტერკლასი - „წარმატება, როგორც სოციალური გადარჩენა“ გაიმართა.

მწერალი, ტრენერი და ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი წიგნი „წარმატების 365 გასაღები“ პირველად 2014 წელს გამოიცა და მან თავიდანვე შეძლო მკითხველის დაინტერესება.

როგორც წიგნის ავტორი აცხადებს, ამჯერად წიგნი სამუშაო რვეულის სახით გამოვიდა, სადაც ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, ყოველდღიური რეკომენდაციები, ანტისტრესები და ცნობილთა გამონათქვამებია თავმოყრილი.

„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

„შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - სწორედ ეს გახლავთ წიგნის მთავარი პათოსი, შესაბამისად 365 გასაღებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელიწადის ყოველი დღე წარმატების მიღწევის უდიდესი შანსია.

„წარმატების 365 გასაღები თავიდან დაიბადა. დღეს გამოიცა სამუშაო წიგნის პირველი ნაწილი. პირველად ეს პროექტი 5 წლის წინ დაიბეჭდა და მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, “პალიტრა L”-მა გადაწყვიტა ის თავიდან შესთავაზოს საზოგადოებას. მასტერკლასზე მოსულ ადამიანებს აინტერესებს როგორ შეიცვალონ და როგორ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. წიგნის სლოგანია „წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“ ჩვენ ორი რამ გვცვლის, ადამიანები და წიგნები, - „წარმატების 365 გასაღებში“ მოთხრობილია სხვა კარგი წიგნებისა და ბევრი ჭკვიანი ადმიანის წარმატების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი თავის და ჩვენი ცხოვრების შეცვლაში.“ - აღნიშნავს რამაზ გიგაური.

თვითგანვითარების ჟანრით დაინტერესებული მკითხველი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბევრია, რაც ღონისძიებაზე უამრავი სტუმრის დასწრებითაც დადასტურდა. პრეზენტაციაზე მკითხველებს "წარმატების 365 გასაღების" სამუშაო წიგნის პირველ ნაწილის სპეციალურ ფასად შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„დღეს გაიმართა რამაზ გიგაურის მასტერკლასი, სახელწოდებით „წარმატება, როგორც სოციალური გადარჩენა“. ასევე წიგნის, „წარმატების 365 გასაღების“ პრეზენტაცია. აღნიშნულ წიგნს უკვე მკითხველი იცნობს, თუმცა ახალი გამოცემა არის სამუშაო ფორმატის, პრაქტიკული ხასიათის წიგნი. დღეს მკითხველებმა ის სპეციალურ ფასად შეიძინეს და ავტორისგან ავტოგრაფებიც აიღეს.“ - აღნიშნა „პალიტრა L”-ის საზგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ აბდუშელიშვილმა.

"წარმატების 365 გასაღები" ჟურნალ გზასთან ერთად 26 სექტემბრიდან თვეში ერთხელ გამოვა და ის სულ 12 ნაწილს გააერთიანებს.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: გიორგი ჯოხაძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს