ავტორი:

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა.ქართველმა ძალოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამაყარა, შემდეგ კი აკვრაში 264 კილოგრამი ასწია, რაც ასევე ახალი რეკორდია. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

28-29 თებერვალს ექსპო ჯორჯიაში დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

ღამით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

9 ფაქტი, რომელიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებმა 2020 წელს უნდა იცოდნენ