ავტორი:

როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები" - "ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩა ის ჩვენს გუნდში არ იქნება"

როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები" - "ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩა ის ჩვენს გუნდში არ იქნება"

ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", მშობლიურ არხს "რუსთავი 2"-ს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაემშვიდობა და ახლა ის ახალი ტელეკომპანიის "ფორმულას" ეთერში გავა.

ტელეკომპანია "ფორმულა კრეატივის" გუნდმა შექმნა და ის მაუწყებლობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.

როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები" ამის გასარკვევად "რეიტინგი" სერიალის პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ირაკლი, როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები"?

- ჯერჯერობით ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ, ამიტომ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით როდიდან დავბრუნდებით ეთერში.

- განახლდა სერიალის გადაღებები?

- სერიალის გადაღებები ჯერჯერობით არ განახლებულა. სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დავბრუნდებით ეთერში.

- თუ ვიხილავთ სერიალში ახალ სახეებს?

- რა თქმა უნდა, ახალ სახეებს ვიხილავთ ახალ სეზონზეც ვიხილავთ, როგორც ადრე.

- ყველას აინტერესებს იქნება თუ არა სერიალში მსახიობი ქეთი ხუციშვილი - ლუნა, რომელიც "რუსთავი 2"-ზე დარჩა?

- არ იქნება ლუნა ახალ სეზონზე. ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩა ის ჩვენს გუნდში არ იქნება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც, "რუსთავი 2" არხის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა, მსახიობი ქეთი ხუციშვილი არხზე დარჩა და "კომედი შოუს" გუნდს შეუერთდა...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ