ავტორი:

"რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი ძმურად არის განწყობილი" - დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

"რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი ძმურად არის განწყობილი" - დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

რუსი დეპუტატის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი. მისივე თქმით, რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი მეგობრულად და, პრაქტიკულად, ძმურად არის განწყობილი.

„ოპტიმიზმით ვუყურებ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ფორმირებას“, - განაცხადა შვიტკინმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს პოლიტიკა ატარებდეს მუდმივ და სისტემატურ ხასიათს, ხოლო ქვეყნის მეთაურის სიტყვები არ შორდებოდეს საქმეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები