ავტორი:

"გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან" - ჩერგოლეიშვილი ბოკერიას შესახებ სააკაშვილის გაცხადებებს ეხმაურება

"გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან" - ჩერგოლეიშვილი ბოკერიას შესახებ სააკაშვილის გაცხადებებს ეხმაურება

გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხამურება. სააკაშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ტრადიციული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

"იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან.

რა გიკვირთ? - გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან.

თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით - დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა.

მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც.

მაგრამ, მაგან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.

მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო.

არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასსა და ყოფილ თანამებრძოლ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტრადიციული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს.

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან" - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია წლების განმავლობაში გამოირჩეოდა „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ“, რომელიც სააკაშვილისთვის „უძვირფასესია“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები