ავტორი:

როგორია მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარტვილის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვებს საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

"შემოიყვანეს ბავშვები, რომელთაც ყველას საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ - პირღებინება და ზოგადი სისუსტე. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა და პროცედურა. თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა აღენიშნება. რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ, არის კვებითი ან წყლით ინტოქსიკაცია", - ამბობენ საავადმყოფოში.

მარტვილის საავადმყოფოში, საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულა. რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი