ავტორი:

ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის ელოდება მოულოდნელი გამდიდრება ან ფინანსური დანაკარგი

ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი: ვის ელოდება მოულოდნელი გამდიდრება ან ფინანსური დანაკარგი

2019 წლის ოქტომბერში ფინანსურად ზოდიაქოს ბევრ ნიშანს გაუმართლებს. გაეცანით ფინანსურ ჰოროსკოპს და ნახეთ, ხართ თუ არა თქვენც ზოდიაქოს ამ ნიშანთა შორის.ოქტომბერში ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ელოდება თანხების შემოსვლა. ზოგიერთისთვის ეს საჭირო ნივთების ყიდვისთვის ბიძგი გახდება, ზოგი ინვესტიციების განხორციელებას ამჯობინებს. მოუსმინეთ ასტროლოგების რჩევებს, თუ როგორ და რაში დახარჯოთ ფული და გაითვალისწინეთ.

ვერძი

ვერძები იმდენად იქნებით სამუშაოში ჩაფლული, რომ ვერც კი შეამჩნევთ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. სასიყვარულო ფრონტზე უიღბლობის კომპენსირებაში მომგებიანი პროექტები დაგეხმარებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ ახალი იდეების რეალიზებას და მათში ფულის ჩადებას. თვის შუა რიცხვებში წარმატება გელოდებათ - გაუმკლავდებით ამოცანებს და რთულ ფინანსურ პრობლემებს ინტუიციურად გადაჭრით. მიუხედავად ვარსკვლავების კეთილგანწყობისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ დიდ შენაძენებს მოერიდოთ. ეს თვე უფრო ფულის დაგროვებისა და ვალების გასტუმრებისთვის არის კარგი.

კურო

ოქტომბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენ და ხელმძღვანელ კუროებს კარგი შემოსავლის იმედი უნდა გქონდეთ. სტაბილური ფინანსური მდგომარეობის წყალობით შეძლებთ ძვირფასი ნივთების შეძენას. მაგრამ არ ღირს მთელი ფულის ერთბაშად დახარჯვა, სჯობს, ჯერ ფინანსურ უსაფრთხოებაზე იზრუნოთ.

ტყუპი

ფინანსური საქმეების გასაუმჯობესებლად ტყუპებს ოქტომბერში ორმაგად მუშაობა მოგიწევთ. კარგი დროა სამუშაო ადგილის შეცვლისთვის. ძალისხმევა კარიერული წინსვლით დაგიფასდებათ, თუმცა, ოქტომბერში ხელმძღვანელი თანამდებობა არ გელოდებათ, სჯობს, გუნდურ მუშაობაზე გააკეთოთ აქცენტი. ოქტომბერში დიდ, კარგად მოფიქრებულ შენაძენზე უნდა იფიქროთ.

კირჩხიბი

ფინანსების თვალსაზრისით ოქტომბერი კირჩხიბებისთვის არცთუ ხელსაყრელი თვეა. თქვენ იგრძნობთ პარტნიორების ზეწოლას, თუმცა, უსიამოვნებები ბიზნესის გაფართოებაში ხელს ვერ შეგიშლით. თვის შუა რიცხვებიდან დაინტერესებული ადამიანების მხრიდან ფულით მხარდაჭერაა მოსალოდნელი.

ლომი

ლომები შეძლებთ ბალანსის დაცვას წარმატებასა და მარცხს შორის. მხოლოდ კომპეტენტურობა დაგეხმარებათ, რომ მრავალთვიანი შრომის შედეგები არ დაკარგოთ. ფინანსური კრიზისგან მკაცრი ეკონომია, ასევე შრომისმოყვარეობა და კონკრეტულ შედეგისკენ სწრაფვა გიხსნით...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს