ავტორი:

ემ|ჯგუფმა კიდევ ერთი ახალი რესტორანი, “უბანი” გახსნა

ემ|ჯგუფმა კიდევ ერთი ახალი რესტორანი, “უბანი” გახსნა

22 სექტემბერს, ქეთევან წამებულის 29ა-ში რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფმა “ემ|გრუპ” კიდევ ერთი ახალი რესტორანი “უბანი” გახსნა. ულამაზესი ხედების მქონე 24 საათიანი რესტორნის კონცეფცია აგებულია ძველ თბილისურ მოტივებზე, რომლის თითოეული დეტალიც განსაკუთრებული და გამორჩეულია და მნახველს ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს.

“თბილისი ყოველთვის იყო ურთიერთობის და მეგობრობის ქალაქი, ვიწრო ქუჩებით, მჭიდრო დასახლებებით, უბნის ხმაურიანი და მუდამ მხიარული მაცხოვრებლებით, მულტიკულტურული ელემენტებით, გულთბილი სალმითა და სასიამოვნო განწყობით, სადაც თავს ეულად ვერასოდეს იგრძნობდი. მომხმარებლისთვის გვინდოდა შეგვექმნა ისეთი მყუდრო რესტორანი, რომელიც სწორედ ამ ნამდვილ, მეგობრულ ურთიერთობებზე იქნებოდა დაყრდნობილი და სადაც თითოეული კერძი, სურნელება თუ დეტალი ამ საყვარელ და თბილ გარემოში დაგვაბრუნებდა.”აღნიშნა ემ|ჯგუფის დირექტორის მოადგილემ ანა ბოკერიამ.

ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი “შვიდკაცა” აფორმებდა, რაც ორმაგად უსვამდა ხაზს რესტორნის კონცეფციას და გარემოს უფრო მყუდროსა და მეგობრულს ხდიდა. “მეტეხის უბანი” უკვე ღიაა და ქართული კერძების მოყვარულებს ნებიმიერ დროს მასპინძლობს.

"არქიმ" "ჰალკს" საჩუქრად ბინა გადასცა

REDMED ყველა მომხმარებელს სეზონური გრიპის ვირუსის ტესტს უფასოდ ჩაუტარებს

საახალწლო საჩუქრების დროა!