ავტორი:

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს. ბრალდებულ ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც.

მამუკა ნაცვლიშვილსა და ადვოკატების ნაწილს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მამუკა ნაცვლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე იმ ადვოკატებს მიმართა, რომლებიც ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებიან.

„თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს", - მიმართა ადვოკატებს მამუკა ნაცვლიშვილმა, რასაც ადვოკატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს