ავტორი:

ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"

ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"

"დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ" - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასფრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ახალგაზრდა გოგონებს მოუწოდა, მსგავსი ტიპის განცხადებებს არასდროს შეუშინდნენ და ყოველთვის აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ.

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - განცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვას, ასახავს თუ არა ეს განცხადება ხაზარაძის მსოფლმხედველობას, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "კარგი კითხვაა და მე მგონი, ამ კითხვაში არის პასუხიც".

"მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა", - ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა შესავალ სიტყვაში მამუკა ხაზარაძე, როცა თანამდებობის პირებსა და მათ მიერ საქმის კეთებაზე საუბრობდა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერს.

„თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ.

შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

"გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა" - რას წერს Fox News საქართველოზე

LIVE: "360 გრადუსი" - თაკო ჩარკვიანი; ლადო კახაძე