ავტორი:

"მოკლული ივანელაშვილი შვილიშვილებს მარტო ზრდიდა, წლების წინ შვილი და სიძე დაკარგა" - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"მოკლული ივანელაშვილი შვილიშვილებს მარტო ზრდიდა, წლების წინ შვილი და სიძე დაკარგა" - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლული 70 წლის ელდარ ივანელაშვილის ახლობლები ამბობენ, დაახლოებით 20 წლის წინ, მასსა და შოთა დარბაისელს შორის კონფლიქტი იყო, რა დროსაც შოთა დარბაისელმა ივანელაშვილისთვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენება სცადა, თუმცა, მას შემდეგ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, დღეს, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი, დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მივიდა და ივანელაშვილს ფული სთხოვა.

"ზუსტად მიზეზი რა იყო, არ ვიცით, მაგრამ ვიცი, რომ დაახლოებით 20 წლის წინ, ერთად ქეიფობდნენ და რაღაც უთანხმოება მოხდა. შოთა დარბაისელს მაშინ დანის დარტყმა უცდია, თუმცა ვერ მოახერხა. მას შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მეზობლები არიან. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კი დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მისულა და ივანელაშვილისთვის უთქვამს, ფული მომეცი, ტყვიები უნდა ვიყიდოო. ივანელაშვილს ფული მიუცია, რას წარმოიდგენდა, რაც მოხდებოდა. შოკში ვართ ყველა", - განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა ივანე ფაროზიშვილმა.

ასევე როგორც AMBEBI.GE-ს მოკლული ელდარ ივანელაშვილის ახლობლებმა უთხრეს, მას წლების წინ შვილი და სიძე გარდაეცვალა და შვილიშვილებს მარტო ზრდიდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა 70 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს