ავტორი:

"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა

"გთხოვ, ნატალია, დამიბრუნდი..." - ამერიკელი წყვილის ნაშვილებ გოგონას, რომელიც სავარაუდოდ ზრდასრულია, ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა

მიტოვებული გოგონას, ნატალია ბარნეტის ბიოლოგიური დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არც ზრდასრულია და არც სოციოპათი, ადამიანები კი, რომლებმაც ნატალია იშვილეს, იტყუებიან.

40 წლის უკრაინელი ანა ვოლოდიმიროვნა გავას თქმით, გოგონა 16 წლისაა და ნანიზმის (ჯუჯობის) იშვიათი ფორმა აქვს. ნატალიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - წყვილმა, რომელმაც გოგონა იშვილა და მოგვიანებით მიატოვა, განაცხადა, რომ ნატალია არა 2003 წელს, არამედ - 1989 წელს დაიბადა. რამდენიმე წლის წინ გოგონა ინდიანაში, ნაქირავებ სახლში დატოვეს, თავად კი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ანა გავა ამბობს, რომ ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა, მშობლებმა და ექიმებმა კი მისი მიტოვება ურჩიეს, რადგან ვერ შეძლებდა მისთვის საჭირო ოპერაციების გაკეთებას. ნაყოფის პათოლოგიების შესახებ ანამ ორსულობის მეექვსე თვეში შეიტყო და მშობიარობიდან მალევე ის თავშესაფარში გაგზავნა.

„მას მოკლე ფეხები, მოკლე ხელები ჰქონდა, კისერი კი საერთოდ არ ჰქონდა. მას შემდეგ შვილი არ მინახავს,“ - ამბობს „დეილი მეილთან“ ანა.

მისი მტკიცებით, ექიმებმა უთხრეს, რომ გოგონა ვერასოდეს გაივლიდა, ის სკამზე ან საწოლზე იქნებოდა მიჯაჭვული. ანა ფიქრობდა, რომ აშშ-ში ბარნეტებთან ნატალია ბედნიერად ცხოვრობდა.

ახლა კი ბიოლოგიური დედა შვილს სთხოვს, მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება, უკრაინაში დაბრუნდეს და მასთან ერთად იცხოვროს.

„შვილო, მაპატიე, რაც 16 წლის წინ გავაკეთე. ჩამოდი ჩემთან, გელოდებით, შენ ორი და და ორი ძმა გყავს,“ - ამბობს ანა.

კრისტინ და მაიკლ ბარნეტები ამბობენ, რომ ნატალია ბავშვი არ არის, ის ზრდასრული სოციოპათია ჯუჯობის სინდრომით და თავს ყველას ბავშვად აჩვენებს.

წყვილმა ის 2010 წელს იშვილა, თუმცა დოკუმენტების თანახმად, ნატალია აშშ-ში 2008 წელს ჩავიდა და თავდაპირველად სხვა ოჯახში ცხოვრობდა.

ბარნეტები მისი შვილად აყვანის შემდეგ დაეჭვდნენ, რომ ნატალია, შესაძლოა, რეალურად ასაკით ბევრად უფროსი ყოფილიყო, რადგან ჰქონდა მენსტრუაცია, ბოქვენის თმა და ამბობდა უფრო მეტ სიტყვას, ვიდრე ასაკის გათვალისწინებით უნდა სცოდნოდა. ასევე, ოჯახის ექიმი ამბობს, რომ გოგონას კბილებიც ზრდასრული ადამიანის აქვს.

ბარნეტების თქმით, 2012 წელს სამედიცინო ექსპერტებს მიმართეს დახმარებისთვის და მათ განაცხადეს, რომ გოგონა ბევრად უფროსი იყო, ვიდრე მშობლები ვარაუდობდნენ.

ინტერვიუში „დეილი მეილთან“ კრისტინ ბარნეტი ჰყვება, რომ ნატალია ცდილობდა თავს დასხმოდა ოჯახის წევრებს, ყავაში ყრიდა მომწამვლელ ნივთიერებებს და ყველას მოკვლითა და მათი ცხედრების დამალვით ემუქრებოდა.

„შუაღამისას თავზე დაგვადგებოდა ხოლმე. ვერ ვიძინებდით, ყველა მჭრელი საგანი დამალული გვქონდა. რამდენჯერმე ვნახე, როგორ ყრიდა ჩემს ყავაში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - მათ შორის, სარეცხის მათეთრებელს. როცა ვკითხე რას აკეთებდა, მიპასუხა, რომ ჩემს მოწამვლას ცდილობდა,“ - ჰყვება ბარნეტი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ