ავტორი:

მეტროპოლიტენი - მგზავრთა ნაკადი მომატებულია, თუმცა მეტროში შეფერხება არ არის

მეტროპოლიტენი - მგზავრთა ნაკადი მომატებულია, თუმცა მეტროში შეფერხება არ არის

თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით, მეტროში შეფერხება არ არის, თუმცა მგზავრთა ნაკადი მომატებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მეტროპოლიტენიდან აცნობეს.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რაიმე შეფერხება ხომ არ არის სადგურის მოედანზე, სადაც ამჟამად საკმაოდ ბევრი მგზავრია, თბილისის მეტროპოლიტენში განაცხადეს, რომ შეფერხება არ არის, თუმცა მგზავრთა ნაკადია მომატებული. მათი ინფორმაციით, მატარებლები პიკის საათის დროს, ანუ 3 წუთამდე ინტერვალით მუშაობენ.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის