ავტორი:

მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა

მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი გახდა

კომპანია "მტკვარიენერჯის“ თანამშრომელმა ზურაბ წიქარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მეტოქე ალექსანდრ არხანგელსკი 2:1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის პლანეტის უძლიერესის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. შედეგად, ზურაბ წიქარიძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

გასულ წელს, ზურაბ წიქარიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალშიც რუსი მეტოქეები დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი 2001 წლიდან კომპანია "მტკვარიენერჯის“ თანამშრომელია და კომპანიის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობს.

ზურაბ წიქარიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭირაობაში საქართველოს ეროვნულ გუნდს 1995 წელს შეუერთდა. თავისი სპორტული კარიერის განმავალობაში ის საქართველოს ხუთგზის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

რაც შეეხება 2019 წლის ასპარეზობას, თბილისის სპორტის სასახლეში ვეტერან მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო. როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში, ექვს სხვადასხვა წონაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ წიქარიძის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებას ქართველმა მოჭიდავემ შმაგი გოქაძემაც მიაღწია და ვერხლის მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის