ავტორი:

ირაკლი კობახიძე ღვინის ფესტივალზე ოჯახთან ერთად მივიდა - ფოტოები შარდენიდან

ირაკლი კობახიძე ღვინის ფესტივალზე ოჯახთან ერთად მივიდა - ფოტოები შარდენიდან

შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

სულ ცოტა ხნის წინ შარდენზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოჯახთან ერთად მივიდა - კობახიძის შვილი ანსამბლ „მართვესთან“ ერთად ფესტივალის მონაწილეა.

"ღვინის ფესტივალი" შარდენზე 12 საათზე დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების ადამიანი შეძლებს გართობას.

ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბური იყო. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობდნენ და ქმნიდნენ ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც "ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის