ავტორი:

კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება

კადიროვის მოწამვლის მცდელობა და "ერთგულების ფიცი" მისი მაღალჩინოსნებისგან - ვის სურდა ჩეჩნეთის ლიდერის მოშორება

7 ოქტომბერს Telegram-канал–ზე ჩეჩნეთის ლიდერის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არხის ცნობით, კადიროვის მოწამვლის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის ერთ-ერთი ქალაქის ორი ყოფილი მერი და პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი არიან. ჩეჩნეთის ლიდერის პრეს-სპიკერმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. ალვი ქარიმოვის თქმით, "ის ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს".

ადგილობრივ მედიას, მეტი ცნობის მოპოვების შესაძლებლობა რასაკვირველია, არ აქვს, რადგან ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციამ ამ თემაზე საუბარი აკრძალა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კადიროვს ერთგულება შეჰფიცა და დაგმო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მოწამვლის საქმეში პოლიციის მაღალჩინოსანია გარეული.

დივანზე ფეხმორთხმით მჯდომმა და სპორტულ ფორმაში ჩაცმულმა ალაუდინოვმა აღნიშნა, რომ ის და ურუს-მარტანოსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ვალიდ აბდურეშიდოვი მისი ერთგულები არიან და კადიროვის ღალატი გულში არ გაუვლიათ. ვიდეომიმართვა 14 ასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.

კადრი აპტი ალაუდინოვის ვიდეომიმართვიდან

ალაუდინოვი იმ ჟურნალისტებსაც დაემუქრა, ვინც ისინი ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა... მისგან განსხვავებით, აბდურეშიდოვს მის გარშემო გავრცელებულ ამბებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილობრივმა მმართველობამ აპტი ალაუდინოვი დრესკოდის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან მან კადიროვის მისამართით განცხადება სახლის ფორმაში გაავრცელა. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალაუდინოვის პოზა ჩეჩნური ტრადიციების შეურაცხყოფად ჩათვალა.

"ფეხები რომ ძირს დაეშვა არ შეიძლებოდა?! თუ 21–ე საუკუნეში კულტურა მოდიდან გადავიდა"... "ჩეჩნები როდის შემდეგ სხდებიან ასე? ასაკოვანი ადამიანები ცდილობენ ამ პოზაში ყველას დასანახად არ დასხდნენ" – წერს ინტერნეტ კომენტარებში კადიროვის ერთ-ერთი მომხრე.

სხვების თქმით, ალაუდონოვის ჯდომის მანერა ჩენჩური ეტიკეტის ნორმებს არღვევს და მაღალჩინოსნის მხრიდან ასეთი საქციელი მით უფრო მიუღებელია. "ჩეჩენი მამაკაცი ვალდებულია ნებისმიერ ვითარებაში ღირსეულად მოიქცეს..." – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "Кавказский узел"–თან საუბარში.

ინტერნეტმომხმარებლები მიიჩნევენ, რომ "კადიროვის, როგორც ყველა სხვა დიქტატორს, მასაც უამრავი მოღალატე ჰყავს გარშემო და რაც უნდა ერთგულებას ეფიცებოდნენ, ერთ დღეს მას მაინც გაწირავენ".

მათივე თქმით, "უკვე ცნობილია, რომ ალაუდინოვს კიდევ ერთი ვიდეომიმართვის გავრცელება მოუწევს, ამჯერად კლასიკურ ტანსაცმელში შემოსილს, თუმცა, ძნელია სათქმელია, უშველის თუ არა მას ჩაცმის ოფიციალური სტილი".

"პანდემიის საფრთხე რეალური ხდება" - ჯანმო-ს გენერალური დირექტორი

"ტირანის ქალიშვილი მაღალ მოდაში" - რამზან კადიროვმა ქალთა დღეს საკუთარ ქალიშვილს ღირსების მედალი გადასცა

ირანში, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მიღებული ჭარბი ალკოჰოლის გამო, 16 ადამიანი დაიღუპა