ავტორი:

კახეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

კახეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

კახეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

თბილისში, ვაზისუბანში ავტომანქანა ჯერ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ სხვა მანქანებს - არის მსხვერპლი

რუსთავში ქვეითთა გადასასვლელზე ახალგაზრდა ქალს და ეტლში მჯდომ მცირეწლოვანს მოტოციკლეტი დაეჯახა