ავტორი:

ულამაზესი ჰიჯაბიანი გოგონა ლტოლვილთა ბანაკიდან მაღალ მოდას იპყრობს - ვინ არის უგბად აბდი

ულამაზესი ჰიჯაბიანი გოგონა ლტოლვილთა ბანაკიდან მაღალ მოდას იპყრობს - ვინ არის უგბად აბდი

სომალელი გოგონა უგბად აბდი მოდის სამყაროში სულ უფრო პოპულარული ხდება, ჰიჯაბიანი მოდელმა „ფენდის“, „ვალენტინოს“, „ლანვინისა“ და „ბარბერისთვის“ ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა.

Harper’s Bazaar მოდელის შესახებ ექვსი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ წერს.

1. ის პირველი მოდელია, რომელიც „ფენდის“ ჩვენებაზე ჰიჯაბით გამოჩნდა.

უგბადი პოდიუმზე ბელა და ჯიჯი ჰადიდებთან ერთად გამოჩნდა მილანში და ჰიჯაბით „ფენდის“ ისტორიაში შევიდა.

2. ის ოჯახთან ერთად სომალიდან სამოქალაქო ომის დროს გაიქცა. აბდი მხოლოდ 9 წლის იყო.

სომალელი მოდელის ოჯახი ომის გამო სომალიდან კენიაში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი 9 წლის განმავლობაში კენიაში მდებარე ბანაკში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი აშშ-ში, აიოვაში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ აქ შენიშნეს მისი სილამაზე, გოგონა „ვალენტინოსთვის“ შეარჩიეს, მას შემდეგ კი უგბადი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება.

3. 2018 წლის აგვისტოს შემდეგ მან 14 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

მათ შორის - ვიქტორია ბექჰემის, მაქს მარას, რობერტო კავალის, მარკ ჯეიკობსის შოუებში.

4. ის მხოლოდ 18 წლისაა.

ეს ყველაფერი გოგონამ თინეჯერობის ასაკში შეძლო. „ვალენტინოს“ 2019 წლის შემოდგომა-ზაფხულის ჩვენებაზე აბდი ნაომი ქემფბელთან და სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე. გოგონა სოციალურ ქსელში წერდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის სიზმარს ჰგავდა.

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა