ავტორი:

"შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში"

"შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში"

კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ, - ამ განცხადებით სოციალურ ქსელში ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინიციატივას „ქართული ოცნებისთვის“ უსაფრთხოების გარანტიის მიცემად აფასებს.

„ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები, ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი „ქართული ოცნებისთვის“ მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში! გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ - უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა? ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ფიქრობს, რომ ყველა, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულთან აქვს კავშირი, უნდა დაისაჯოს.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები“, - აღნიშნულია ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

ჩხუბი პარლამენტში - გიგა ბოკერიას და სიმონ ნოზაძის დაპირისპირებისას მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება