ავტორი:

ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს

ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პაკისტანში ჩაფრინდნენ - წყვილისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და რთული ვიზიტია, მათ შორის - უსაფრთხოებების გარემოებების გათვალისწინებითაც.

ქვეყნის დედაქალაქში ჩაფრენისას ქეითს ვიზიტისთვის სპეციალურად შეკერილი ცისფერი კაბა და იმავე ნაჭრის შარვალი ეცვა. ქეითის ჩაცმულობა ძალიან ჰგავდა პრინცესა დაიანას კაბას, რომელიც მას 1996 წელს პაკისტანში ვიზიტისას ეცვა.

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დღეიდან შეხვედრები დაიწყეს - სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ისლამაბადის გოგონათა კოლეჯს ესტუმრნენ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები და ბავშვებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.

კოლეჯში ქეითი ლურჯი, ტრადიციული სამოსით გამოჩნდა, რომელიც მისთვის პაკისტანელმა დიზაიერმა მაჰინ ხანმა შეკერა.

დიდი ბრიტანეთის დახმარებით 2011 წლიდან დღემდე 6 მილიონამდე გოგონა იღებს განათლებას - მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელია. ქეითმა და უილიამმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს :

„გაერთიანებულ სამეფოში ვცდილობთ, ფსიქიკური ჯანმრთელობა განათლების ნაწილი იყოს,“ - უთხრა უილიამმა მასწავლებელს.

ბრიტანეთის მომავალი მეფე ცოლთან ერთად პრემიერ-მინისტრ იმრან ხანსაც ესტუმრება, საღამო კი მიღებაა დაგეგმილი, სადაც უილიამი სიტყვით გამოვა.

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანია, ორ ქვეყანას შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდეს. დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, პაკისტანს კი იმედი აქვს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას შეძლებს.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლების უსაფრთხოებას, ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს.

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ

"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?