ავტორი:

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია" - ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მიწას ამუშავებენ

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია" - ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მიწას ამუშავებენ

სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ.

"რუსეთი ყველასთვის საფრთხეა და მაშინ უნდა წავიდეთ ყველანი საერთოდ საქართველოდან. ასე არ გამოვა", - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები იოსებ ზანაძე.

ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ