ავტორი:

39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

დიდ ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის გვამი იპოვეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა ესექსში მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ირლანდიელი 25 წლის მამაკაცია, ის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. ესექსის პოლიციის ინფორმაციით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან ჩავიდა. გარდაცვლილებს შორის, ერთი არასრულწლოვანია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გვამების იდენტიფიცირებას ცდილობენ, თუმცა პროცესს დრო დასჭირდება.

მსგავსი შემთხვევა ინგლისში პირველი არ არის - 2000 წლის ივნისში სატვირთო მანქანაში ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 58 ჩინელი ემიგრანტის გვამი იპოვეს. ჰოლანდიელ მძღოლს ერთი წლის შემდეგ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა.

ესექსში მომხდარ ტრაგედიას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი:

„შეძრწუნებული ვარ ესექსში მომხდარი ტრაგედიით. რეგულარულად ვიღებ ცნობებს მომხდართან დაკავშირებით.

ჩემი ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობს ესექსის პოლიციასთან, რომ დავადგინოთ, რა მოხდა. ჩემ ფიქრები არის მათთან, ვინც სიცოცხლე და საყვარელი ადამიანები დაკარგეს,“ - წერს ჯონსონი.

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

ვინ გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიძე - ბილ გეითსის ქალიშვილი დაინიშნა