ავტორი:

როგორ მოვძებნოთ სასურველი ვაკანსია მარტივად - დასაქმების განახლებული პლატფორმა SS.ge-სგან

როგორ მოვძებნოთ სასურველი ვაკანსია მარტივად - დასაქმების განახლებული პლატფორმა SS.ge-სგან

საქართველოში ვაკანსიებისა და რეზიუმეების განთავსების რამდენიმე პლატფორმა არსებობს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სასურველი ვაკანიის მოძებნა მაინც პრობლემურია. აღნიშნულ პლატფორმებზე უმეტესად საოფისე ვაკანსიები თავსდება და მათი საშუალებით პროფესიული სამსახურის მოძებნა რთულია. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად SS.ge-მ დასაქმების პლატფორმა განაახლა და დახვეწა. შედეგად ის გახდა საქართველოში ყველაზე თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა. თუმცა როგორც SS.ge-ის პროექტის მენეჯერი ილია გიჯაშვილი აცხადებს, ვაკანსიებისა და რეზიუმეების პლატფორმა კიდევ განაგრძობს განვითარებას და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს თანამედროვე და ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს.

რადგან საქართველოში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს საკუთარი რეზიუმეებისა და პორტფოლიოს განთავსება შეუძლიათ SS.ge-მ ამ მიმართულების განვითარებაც გადაწყვიტა. კომპანია რეზიუმეების განყოფილებას დასაქმების პლატფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ ერთმანეთისგან გამოყოფილია ვაკანსიებისა და რეზიუმეების განყოფილება.

„ჩვენი გუნდი ყოველთვის აკვირდება მომხმარებლების ქცევას და ეძებს გზებს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად. სწორედ ამიტომ SS.ge/jobs -ზე ჩავაშენეთ რეზიუმეს შექმნის ფუნქცია. CV-ს შექმნას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, საჭრო ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ მისი ვიზუალურად გაფორმება ადვილი საქმე ნამდვილად არაა, თან ყველაფერი დამსაქმებლის სტანდარტებზე მორგებული უნდა იყოს. SS.ge-ზე კი მომხმარებელს რამდენიმე წუთში მარტივი, დამსაქმებლისთვის მისაღებიდა ვიზუალურად გაფორმებული რეზიუმის შექმნა და ჩამოტვირთვა შეუძლია,“ - განმარტავს ილია გიჯაშვილი.

„SS.ge-ს დასაქმების პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ყველა სხვა ანალოგისგან. ჩვენს მთავარ უპირატესობას მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პროფესიული ვაკანსიები წარმოადგენს, როგორიცაა ძიძა, მძღოლი, მზარეული და ასე შემდეგ. მომხმარებლისთვის მისთვის სასურველი ვაკანსიის მოძებნა უფრო მოსახერხებელი რომ გაგვეხადა, გამოვყავით ყველა პოპულარული კატეგორია.

ასევე,შევქმენით ვაკანსიების გამოწერის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს მისთვის საინტერესო ვაკანსიებისა და რეზიუმეების განთავსების შესახებ აცნობებს. ჩვენ გვესმის რომ კარგი რეზიუმეს შედგენა პრობლემურია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვსსწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მოდელი, როგორიც ევროპის ქვეყნებშია მიღებული რითიც დამსაქმებელსაც გავუმარტივეთ საქმე და პოტენციურ დასაქმებულსაც,“ - განმარტავსSS.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი გოგა ბიბილური.

SS.ge უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებულ პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გასულ წელს განახლდა და მომხმარებელს არაერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა. განახლების შემდეგი ეტაპი კი დასაქმების მიმართულების დახვეწა-გაუმჯობესება იყო. როგორც გოგა განმარტავს, SS.ge-ს გუნდის მთავარ მიზანს მომხმარებლისთვისცხოვრების გამარტივება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ საჭირო და მრავალფეროვანი ფუნქციების დამატების პარალელურად, შეიცვალა SS.ge-ის დასაქმების მიმართულების დიზაინიც, ის უფრო მარტივი, თანამედროვე და მოსახერხებელი გახდა. რაც მომხმარებლებს სასურველი ვაკანსიებისა და რეზიუმეების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.

Black Friday „ტოიოტა ცენტრ თბილისში“

სად დაგხვდებათ 28-29 ნოემბერს Black Friday-ის საუკეთესო ფასდაკლებები?

„შავ პარასეკევს“ ევროინსი • Euroins-ში მანქანის დაზღვევა ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი!