ავტორი:

"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური

"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური

მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ყოველ თვე მოუწიოს მინისტრს გადადგომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას არიან თუ არა გათავისუფლებულები სამსახურიდან იმ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელები, რომლებსაც რუსთავში, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცველების უშუალო ხელმძღვანელები სამსახურიდან არ არიან გათავისუფლებულები და მათი გაშვების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„და რატომ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები? მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ყოველ თვე მოუწიოს მინისტრს გადადგომა და ეს ნორმალური იქნება?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა შსს-ს ცნობით, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი