ავტორი:

m²-მა 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

m²-მა 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. m²-ი მომხმარებელს უკვე მეექვსედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²-ის ობლიგაციების რიგით მეექვსე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე“, - განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული - "ამირანთან" მათ კორდონი აქვთ გაკეთებული

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

"სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს  კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს" - კახა კალაძე