ავტორი:

"ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა, ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია" - სააკაშვილი

"ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა, ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია" - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“.

„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

დაპირისპირება ცოცხისა და ბეიჯის მოღერების თანხლებით -  რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე

თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას  გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ -  მარიამ ჯაში

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს