ავტორი:

აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, დაკავებულია ოთხი პირი

აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, დაკავებულია ოთხი პირი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” აზუსტებს.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლს, იქ მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა მოახერხეს.

შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიოდნენ, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

"ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში" - კახა კალაძე

სოფიო ქაცარავა პარლამენტს ტოვებს - "ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება"

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია დაიძაბა - დაშავებულია ორი ადამიანი