ავტორი:

"დაიწყეს ძებნა, ორი დღის მერე მოგვაგნეს" -  რას ჰყვება მამა 11 წლის ქართველ ბიჭზე, რომელიც ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს

"დაიწყეს ძებნა, ორი დღის მერე მოგვაგნეს" -  რას ჰყვება მამა 11 წლის ქართველ ბიჭზე, რომელიც ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს

რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში ქართველი ბავშვი გადაიღეს. როგორ აღმოჩნდა უცხოურ სარეკლამო რგოლში 11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორია, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს მისი მამა, გრიგოლ მამფორია უყვება:

- როგორ მოხვდა გუგა ბრიტანულ რეკლამაში?

- გუგა თბილისში იყო ერთი კვირით წასული. თიკა ჯაბანაშვილმა ქუჩაში ნახა და ჩემს მეუღლეს სთხოვა გადაეღო ბავშვისთვის ფოტო. თიკამ ფოტო რომ ატვირთა "ფეისბუქზე", ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს გუგას ძებნა და ორი დღის მერე მოგვაგნეს, დაგვიბარეს ქასთინგზე. სურათები გადაუღეს. ორი თვის მერე დაგვირეკეს კინოსტუდია "სარკიდან" და გვითხრეს, რომ ინგლისური კომპანია არის დაინტერესებული გუგათიო. მითხრეს, 50 ქართველი ბავშვიდან შევარჩიეთო. ჩვენ ჩხოროწყუდან ვართ, გუგა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და გადაღებებისთვის თბილისში ჩავდიოდით, თან იმ პერიოდში მარტვილში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა, გუგა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით ქასთინგებზე სიარულს. შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას ამტკიცებდნენ როლზე, თუმცა სხვა ბავშვიც იყო შერჩეული, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა მთავარი გადაღების დღეს თბილისში ჩასვლას. სარეკლამო გადაღებები შემოდგომის დასაწყისში დაიწყო. სამწუხაროდ, სალაპარაკო ინგლისურს ვერ ფლობს თორემ, როგორც გადმომცეს, უცხოურ ფილმშიც ჰქონდათ მისი გადაღების სურვილი.

- რა რეაქცია ჰქონდა გუგას, როცა რეკლამისთვის გადაღება შესთავაზეს?

- როგორი განსხვავებულიც არის გარეგნულად, ასეთივე განსხვავებულია ხასიათითაც. გუგას გარდა კიდევ ორი ბიჭი მყავს და ამასთან ერთად, კიდევ ერთ ბიჭს ვზრდი. 4 ვაჟის მამა ვარ, მათგან ყველაზე განსხვავებულია ხასიათით. ძალიან გამიკვირდა, ქასთინგზე ყველაფერს რომ ადვილად აუღო ალღო...წაიკითხეთ სრულად

BTU-ში იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„ ჩატარდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება