ავტორი:

გიორგი კეკელიძე: აქციის დაშლისას დაზიანებულს ან წამოსულს თავის შეფარება თუ მოუნდება, ბიბლიოთეკის კარი ღიაა

გიორგი კეკელიძე: აქციის დაშლისას დაზიანებულს ან წამოსულს თავის შეფარება თუ მოუნდება, ბიბლიოთეკის კარი ღიაა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბიბლიოთეკის კარი საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის გახსნილია.

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის." - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა ცოტა ხნის წინ დაშალა. ადგილზე რამდენჯერმე გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი თავისუფალია. ადგილზე სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს