ავტორი:

პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია - ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია - ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს.

სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაიწყეს. პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ტერიტორია გაათავისუფლონ და გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდნენ.

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს

პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს