ავტორი:

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი დააკავა

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი დააკავა

პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.

შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ისინი სკანდირებდნენ: „მონებო" და „შეცვალე".

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - მთავრობის წევრები ივანიშვილს ხეების გადარგვისთვის აქებენ

"მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესობა გადაშენების პირას გახლავთ" - რას ყვება ბიძინა ივანიშვილი ბუნების სიყვარულზე