ავტორი:

გიორგი ვაშაძე - კალაძე იტალიაში ძვირად ღირებულ იახტაზე ისვენებს, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო "მებელი" შეარჩიოს

გიორგი ვაშაძე - კალაძე იტალიაში ძვირად ღირებულ იახტაზე ისვენებს, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო "მებელი" შეარჩიოს

რატომ არის მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაში? იმიტომ რომ არასწორი საარჩევნო სისტემა გვაქვს, რომელიც ემსახურება მხოლოდ კონკრეტულ ავტორიტარს და არ ემსახურება ხალხს, - ამის შესახებ განცხადება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში იქნება არასწორი საარჩევნო სისტემა ვერც სიღარიბეს დავამარცხებთ და ვერც ეკონომიკას განვავითარებთ.

„იმისთვის, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყოს ხალხის მამართ, იმისთვის რომ გაჭირვება დავამარცხოთ და კორუმპირებული სისტემა მოვიშოროთ, იმისთვის რომ ძალაუფლების უზურპაცია ერთხელ და სამუდამოდ, დავასრულოდ ქვეყანაში, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა და ამისთვის და ამის კონკრეტულ მტკიცებულებებს წარვადგენთ ციფრებითა და ფაქტებით. მილიონი ადამიანი რატომ ეძებს სამსახურს? იმიტომ რომ გვაქვს არასწორი საარჩევნო სისტემა, რომლითაც ჩვენ სამწუხაროდ, გვანადგურებენ. რატომ არის კალაძე დღეს იტალიაში? იმიტომ რომ ის არ არის ანგარიშვალდებული ხალხთან, ის არის ანგარიშვალდებული მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც გაუშვა ის იტალიაში საახალწლო „მებელის“ შესარჩევად. კალაძე ხომ ხალხზე მზრუნველია, მას ძალიან სტკივა ხალხის გასაჭირი და ამიტომ საახალხლო „მებელის“ შესარჩევად გაემგზავრა იტალიაში და ისევე იტანჯება ეს ადამიანი, როგორც ხალხი იტანჯება გაჭირვებისგან, ისევე წუხს ეს ადამიანი, როგორც თბილისელები წუხან. ისევე აწუხებს მას სოციალური გაჭირვება და ამიტომ წავიდა იტალიაში, ტბაზე ისვენებს, ძვირად ღირებულ იახტაზე, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო „მებელი“ შეარჩიოს ჩვენთვის. დიდი მადლობა, კახი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან

ბოლო ცნობები  რუსთაველიდან, სადაც აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან მისვლას ცდილობენ

რუსთაველზე აქცია დაშალეს - სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა