ავტორი:

"ოთხი დღეა გარეთ ვდგავართ... პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები" - შს მინისტრი

"ოთხი დღეა გარეთ ვდგავართ... პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები" - შს მინისტრი

ჩვენ პოლიციელები ვართ და სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით ყველა მოქალაქის დასაცავად, მათ შორის, მომიტინგეების, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის, მათ შორის თავად მინისტრს და სამართალდამცავებსაც.

"დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?", - განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ საზოგადოებამ უკვე ორჯერ იხილა აქციის დაშლა და სადამდე გაგრძელდება აღნიშნული ქმედება, შს მინისტრმა განაცხადა, "საჭირო თუ გახდება, ორჯერ და ათჯერაც იქნება".

"რა ვქნა აბა, სხვა რა გავაკეთო, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც და ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება პრობლემა არ იქნება",- განაცხადა გომელაურმა.

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

"გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება წყალი სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, გავათბოთ" - ვახტანგ გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე