ავტორი:

"მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი" - რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში

"მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი" - რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა. ამის შესახებ სტატიას Bloomberg აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5.4 მილარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, - აცხადებს ის.

ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

ივანიშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ის, რაც რუსეთმა გააკეთა, სიგიჟეა. მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება“, - აღნიშნა მან.

„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

განათლების მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია

კალაძე - " ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"

"ვანო მაჭავარიანმა შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა: მამუკა ბახტაძე იყო უტ....ო" - რას პასუხობს ინგა გრიგოლიას ბრალდებას ფინანსთა მინისტრი