ავტორი:

ნიკა გვარამია - დღეს ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით

ნიკა გვარამია - დღეს ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ის საღამოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გააკეთებს.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო "პოსტ ფაქტუმის" შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, "პოსტ ფაქტუმის" შემდეგ“, - წერს გვარამია.

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას