ავტორი:

ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირველი შვილიშვილი - ბერუკა ივანიშვილი, 29 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს ნოემბერში იქორწინეს და მილიარდერის პირველი შვილიშვილის დაბადებას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდებოდა.

ნანუკას ორსულობისა და ბავშვის სქესის შესახებ პერიოდულად ბერას "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდიდან ხდებოდა ცნობილი, სადაც მომღერალი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

ივანიშვილების რძლის მშობიარობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავუკავშირდით ოჯახთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ღიად საუბარი არ უსურვეს, თუმცა გარკვეული დეტალების გარკვევა მაინც მოვახერხეთ.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილების რეზიდენციაში იმშობიარა. ცხადია, სახლში მშობიარობა სპონტანურად არ მომხდარა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილებმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანეს მეან-გინეკოლოგი და სანიტრების ჯგუფი.

მშობიარობას ასევე ესწრებოდა ოჯახის ნდობით აღჭურვილი მეანი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ჭორვილას სახლში სპეციალურად მოაწყვეს სამშობიარო ბლოკი და ინკუბატორიც კი ახალშობილისთვის, თუ ამის საჭიროება იქნებოდა.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და ბერა ივანიშვილის მეუღლემ "ინსტაგრამზე" პირველი ფოტოც გამოაქვეყნა, საყვარელ მეუღლესთან და შვილთან ერთად.

სახლში მშობიარობა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა. ამ გზით მშობიარობის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახლის გარემო დედისა და ახალშობილისთვის გაცილებით უსაფრთხო და ოჯახურია, ვიდრე სამშობიაროს პალატა. ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში, უკვე ასობით შემთხვევაა, როდესაც ქალები საკუთარი სურვილით ირჩევენ შინ მშობიარობას.

მშობიარობის ამ ფორმას ირჩევენ უცხოელი ვარსკვლავებიც. მაგალითად, სინდი კროუფორდმა ორივე შვილი სახლში გააჩინა და მას მეუღლე და სამი ბებიაქალი ეხმარებოდნენ. სახლში იმშობიარა სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა, ევა რეიჩელ ვუდმა, ჰილარი დაფმა და პამელა ანდერსონმა, რომელმაც ორივე შვილი სახლში გააჩინა.

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"