ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი შვილი არ ადასტურებს

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი შვილი არ ადასტურებს

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი არ ადასტურებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ ექიმის გათავისუფლების შესახებ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ექიმის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ტყუილია, უკვე დავწერეთ ჩვენს "ფეისბუქ-გვერდზე", რომ ეს არის "ფეიკნიუსი"- განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ასევე არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

"ჩვენ აქ უწამლობით, უშუქობით და შიმშილით, ჩუმად ვიხოცებით..." - ახალგორელების ბლოკადა გრძელდება

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

"რადიო თავისუფლება" - ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს