ავტორი:

არჩილ თალაკვაძე - უკვე არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს

არჩილ თალაკვაძე - უკვე არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს

მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ფორმატი, რომელის მიხედვითაც დღეს შეხვედრა მიმდინარეობს ოპტიმალურია.

„ეს შეხვედრა არის იმისთვის, რომ ვნახოთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები ამაზეც მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები , რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის არის კარგი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მივესალმები ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციას შორის და ეს ფორმატიც, სადაც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია , ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან წარმოდგენილი , ვფიქრობ, რომ არის ოპტიმალური ფორმატი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” გონს არ მოეგება, მმართველი პარტია “ცუდად დაამთავრებს”.

“პროტესტი გაგრძელდება, წნეხი და საერთაშორისო იზოლაცია ივანიშვილისა და მისი გუნდის, მანამდე, სანამ გონს არ მოეგებიან და არ წაიღებენ უკან იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს. თუ არ მოეგებიან გონს, დაამთავრებენ ცუდად. ეს მოლაპარაკებების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა, თუ მოეგება გონს ივანიშვილი, აქ გაფორმდეს პროცესი, რომ უკან წაიღო ეს შეურაცხყოფა და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია